GE

კსუ-ში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა დასრულდა

10 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი მასშტაბური სტაჟირების პროგრამა დასრულდა. ორთვიანი არაანაზღაურებადი სტაჟირება კსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გაიარეს, რომლის მიზანიც სტუდენტთა კარიერული და პროფესიული უნარების განვითარება იყო.

სტაჟირების პროგრამაში ჩართული იყვნენ: ნინო წიკლაური, ლევან ბაჩანაძე, ციალა ზაბახიძე, მადონა მუჩიაშვილი, ქეთევან გიგოლაევი, დიმიტრი ცანავა, ბაკურ ხუბულავა, მარიამ კვირკვია, ნატო მარგოშვილი, სალომე ბადაშვილი, ნიკოლოზ ყალიჩავა და სოდიპო სამუელ ოლუვასანმი.

პროექტს ადმინისტრირება კსუ-ს კარიერული განვითარებისა და პერსონალის მართვის სამსახურებმა გაუწიეს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

სტაჟირების პროგრამის განხორციელება სამომავლოდაც იგეგმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური