GE

კსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის დებატები გაიმართა

20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტური თვითმმართველობის პროექტ ,,სტუდენტური ცხოვრება 2016-2017-ის“ ფარგლებში, სტუდენტების – ეკა პაპუნაშვილისა და დემეტრე ლომაძის ორგანიზებით, კარლ პოპერის პრინციპით დებატები გაიმართა.

აღნიშნულ აქტივობაში კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 6 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც მტკიცებით და უარმყოფელ გუნდებში გადანაწილდნენ.

მონაწილეთა შეფასებისას ყურადღება ორატორულ უნარ-ჩვევებზე, რეზოლუციასთან დაკავშირებული მყარი არგუმენტაციის წარმოდგენასა და მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებაზე გამახვილდა.

შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ გუნდად უარმყოფელი გუნდი დასახელდა.

კსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის – „სტუდენტური ცხოვრება 2016-2017-ის” – ფარგლებში დარჩენილია რამდენიმე ღონისძება, დასკვნით ეტაპზე კი გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური