GE

კსუ-ში ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ძებნის თანამედროვე მექანიზმები და გამოყენება“ გაიმართა

18 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის ინიციატივით და შპს Innovative Systems Management-ის ხელშეწყობით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ძებნის თანამედროვე მექანიზმები და გამოყენება“.

ტრენინგის მიზანი იყო ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.

კსუ-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო და საბიბლიოთეკო ბაზებში მოცემული რესურსებისა და სერვისების გამოყენების, საჭირო ლიტერატურის მოძიების შესახებ. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ესწრებოდნენ აღნიშნულ ტრენინგს, გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგს შპს Innovative Systems Management-ის პროექტების მენეჯერი, მაია მეტრეველი უძღვებოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური