GE

კსუ-ში ტურნირი ,,ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტლუბის ინიციატივით, ბაკურ ხუბულავასა და გიგა ჩალიგავას საავტორო ტურნირი ,,ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ ჩატარდა.
თამაში სამი ეტაპისაგან შედგებოდა, თითოეულ ნაწილში კი 12-12 კითხვა დაისვა.

შეჯიბრში, კსუ-ის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდების გარდა, თბილისის ჩემპიონატის – პირველი, მეორე, ახალი, უმაღლესი და სუპერლიგის – ჯამში 18 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირში ისეთი ცნობილი მონაწილეებიც ჩაერთნენ, როგორებიც არიან: გაგი გაბრიჭიძე, ზაალ ხონელიძე, შანშე ქექაძე და სხვანი.

ტურნირის ,,ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ გამარჯვებული გუნდი – ,,კრის პოლი“ (კაპიტანი შაკო ჩიკვილაძე) გახდა. გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ კსუ ინტელექტკლუბი ინტელექტუალური ხასიათის თამაშებს პერმანენტულად ატარებს. გაზაფხულის სეზონი 16 მარტს, ,,რა? სად? როდის?” – შიდა ჩემპიონატით განახლდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური