GE

კსუ ტურიზმის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი და კარიერული განვითარების სამსახური, 24 სექტემბერს – ტურიზმის საერთაშორისო დღეს, ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებით გამოეხმაურნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, კსუ-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი – გიორგი ბრეგაძე სტუმრობდა, რომელმაც საჯარო ლექცია: ,,ტურიზმის სტატისტიკა საქართველოში“ ჩაატარა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, მიმოხილვის, გააზრებისა და ანალიზის სირთულის მიუხედავად, ლექცია საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა. მომხსენებელმა საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის ანგარიში მრავალკომპონენტზე დაყრდნობით მიმოიხილა.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლებზე, ვიზიტის მიზნებზე, ტურიზმის პოპულარულ აქტივობებზე, დანახარჯების სტრუქტურაზე, განთავსების საშუალებების ბაზარზე და სხვა.

ტურიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური