GE

ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში“.

ლექციას ევროპის საბჭოს ექსპერტი, „აგვისტოს ომის” საქმეზე საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში, ლევან მესხორაძე უძღვებოდა.

სპიკერმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განიხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე და დასრულებული საქმეები. ისაუბრა ევროპის საბჭოს როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტებზე.

საჯარო ლექციას სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური