GE

ლიტერატურული კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის

მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

  • კარცერი-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).
  • გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“).
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე nbekishvili@writershouse.ge.

ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

  • I პრემია – 500 ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური