GE

მაგისტრობის მსურველთა რამდენი საჩივარი შევიდა „ნაეკში“ და როდის გახდება საბოლოო შედეგები ცნობილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაგისტრობის მსურველთა 300-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი შევიდა. როგრც ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მაგისტრობის მსურველთა უმრავლესობამ ანალიტიკური წერის დავალება გაასაჩივრა.

„მაგისტრობის მსურველთა გამოცდაზე სულ 12 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, გამოცდებზე კი 11 000-მდე მაგისტრობის მსურველი გამოცხადდა.

„საერთო ჯამში, 300-ზე ოდნავ მეტი საჩივარი შემოვიდა. აპელაციების ძირითადი ნაწილი, 300-ზე ოდნავ ნაკლები საჩივარი, ანალიტიკური წერის დავალებას ეხებოდა, მცირე ნაწილმა კი შემოსახაზი დავალებების პასუხებიც გაასაჩივრა, სადაც ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა იყო საჭირო“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2018 წელის მაგისტრობის მსურველებისთვის აპელაციის შედეგები და საერთო საამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგებიც ცნობილი მომავალ კვირას გახდება.

„მაგისტრობის მსურველთა აპელაციების განხილვას ალბათ 3-4 დღე დასჭირდება და შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი“,- განაცხადა ივა მინდაძემ.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური