GE

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს განათლების მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას.

როგორც EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილის არასამტავრობო ორგანიზაციაში განუცხადეს, ასეთი კონსულტაცია მიმინოშვილთან დადასტურებულდ არ ყოფილა და ის მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე მინისტრის პოსტიდან გადადგა, რის შემდეგაც პარლამენტში არ გამორიცხავდნენ, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დანიშნულიყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური