GE

მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობაში, კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში იღებს მონაწილეობას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაია მიმინოშვილი პროფესიონალი და ძალიან კარგი კადრია, რომელიც წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარმატებით ხელმძღვანელობდა.

„მაია მიმინოშვილი დღეს მონაწილეობას იღებს პარტიულ საქმიანობაში, გადამზადებასა და ტრენინგებში და ამ თვალსაზრისით გვეხმარება. ახალ სახეებზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. „ქართული ოცნების“ გაჯანსაღების პროცესი მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით, მეტი პოზიტიური, ახალი სახე შემოვიყვანოთ პარტიაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამჟამად საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს, “ნაეკის” გუნდთან ერთად დააარსა. დღეს ასოციაციის წევრები არიან ის ადამიანებიც, ვინც მიმინოშვილის წასვლის შემდეგ ცენტრში მუშაობა არ გააგრძელა – ხელმძღვანელები, ექსპერტები, მკვლევრები, პროფესორები და სხვ.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური