GE

მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკს განათლების სექტორის დაფინანსების თხოვნით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მან თხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომ გაზარდონ საქართველოში განათლების სექტორის დაფინანსებაც.

„მე დღევანდელ შეხვედრაზე ვთხოვე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი წვდომა ე.წ. ინოვაციური პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად. მოგეხსენებათ,  ჩემი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მასთან ასოცირებული პროექტების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ევროპული ინვესტიცია მოვიზიდოთ განათლების მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური