GE

„მანდატურის მიერ მოსწავლეთა განცალკევება არაა დაკავება“, – ნათია მეზვრიშვილი

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებათა პაკეტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დღეს დაიწყო. ცვლილებები მანდატურის ინსტიტუტის დახვეწასა და მისთვის ახალი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოხსენებისას განმარტა, ცვლილებების ფარგლებში მოსწავლეთა განცლკევების მექანიზმი მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემოდის.

მომხსენებელის თქმით, განცალკევების მექანიზმის გამოყენება მოხდება მაშინ, როცა მოსწავლეთა ქმედებით საფრთე დაემუქრება პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან იმ შემთხვევებში, როცა მოსწავლე უარს იტყვის უკონტაქტო დათვალიერებაზე.

ნათია მეზვეიშვილის ინფორმაციით, მოსწავლის განცალკევება უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს კანონპროექტში წერია.

„ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში მშობლის მისვლამდე და სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით. განცალკევება არაა დაკავება“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, განცალკევებისას, სკოლა ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ მშობელს. მშობელი კი, თავის მხრივ ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ მოდის ადგილზე, მაშინ დაწესებულებაში ცხადდება მშობლის მიერ განსაზღვრული პირი.

ამავე თემაზე:

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია კანონპროექტში

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური