GE

მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაკებს მიიღებს – ვაკანსიების სია რეგიონების მიხედვით

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი

  • ქ. თბილისი – 20 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი

  • თელავის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი

  • გორის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი

  • ქ. რუსთავი – 1 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი

  • ახალციხის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი

  • ქ. ქუთაისი – 2 ვაკანსია;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტები -1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
  • ქ. ბათუმი – 2 ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შრომის ანაზღაურება: 1200 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
შრომითი ხელშეკრულება

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
  • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის X1 და X2 თავები;
  • ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

ფუნქციები:

  • სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
  • ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;
  • კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.

ელექტრონულა ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
  • სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

სოციალური მუშაკის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  • კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).

საბუთების წარდგენა:

– კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

– დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

– კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;

– კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

–  გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

– საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე;
  • 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლებაჩამორთმევის შესახებ.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური