GE

მანდატურის ხელფასი 2019 წლის იანვრიდან 200 ლარით გაიზრდება

2019 წლის 1–ლი იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით,  მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების სისტემის დაფინანსება  170 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.

„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ 2019 წლის  1-ლი იანვრიდან მანდატურის  ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული მოტივაციის ზრდისთვის, ასევე, სკოლების მეტი უსაფრთხოებისთვის. წელს, 130 საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლის აყვანა, საერთო ჯამში, მანდატურები  588 სკოლაში იზრუნებენ  უსაფრთხოების დაცვაზე“,– განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ,  ასევე,  ისაუბრა ინკლუზიური განათლების დაფინანსების ზრდაზე. მისივე თქმით,  დამატებითი სოციალური პაკეტით ისარგებლებენ პედაგოგები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.

2019 წლის ბიუჯეტში განათლების ბიუჯეტი 1 194  000 ლარია.

ამავრ თემაზე:

ფინანსთა მინისტრი: პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებლებს ხელფასი 30%–ით გაეზრდებათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 2019 წელს 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – როგორია ბიუჯეტის განაწილება პრიორიტეტების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური