GE

მარიამ ჯაში განათლების მინისტრს სისტემაში საკადრო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

„განათლების სისტემაში ისევ გვყავს ადამიანები, რომლთაც პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ“, – ამბობს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუწოდებს, რომ განათლების უწყებაში საკადრო პოლიტიკას გადახედოს.

„დღეს ჩვენ განათლების სისტემაში გვყავს ადამიანები, რომლთაც პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ წინა ხელისუფლებაში. ჩვენ შეიძლება ისინი შევაფასოთ სისტემის მსხვერპლებად, თუმცა განათლების სისტემა არის უაღრესად სენსიტიური სექტორი. იმისათვის, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური ინტერპრეტირების საშუალება, ჩემი რჩევა იქნება, და მე მოგმართავათ თხოვნით, გადახედოთ საკადრო პოლიტიკას ინსპექტირების სამსახურში, განათლების უწყებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

პარლამენტში განათლების რეფორმის საკითხზე მოსმენა დასრულდა. გასვლითი საკომიტეტო მოსმენა მომავალ კვირას, ბორჯომში გაიმართება.

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური