GE

მარიამ ჯაშმა განათლების კომიტეტი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა მარიამ ჯაშმა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება ის ინიციატივები, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ. მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მარიამ ჯაშმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური