GE

„მასწავლებელმა მე-3 კლასელს თმა ამოგლიჯა“ – მშობელი სახალხო დამცველს მიმართავს

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ. დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა.

მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი, რომელიც ფოტოს აქვეყნებს.

თავად პედაგოგი, თამარ კუხიანიძე ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლეს უბრალოდ უსაყვედურა თუ რატომ არ წერდა რვეულში. EDU.ARIS.GE N3 საჯარო სკოლის დირექტორს, თამაზ ჭაბუკიანს დავუკავშირდით. როგორც მან განაცხადა, საკითხს ამ ეტაპზე სკოლაში იკვლევენ და აღნიშნულზე ადმინისტრაცია და დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური