GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგანში „მე და საზოგადოება“ მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებს

დაწყებითი საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი საგნის ” მე და საზოგადობა” შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, დაწყებითი განათლების მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.

ტრენინგების მიმდინარეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე წალკის საზოგადოებრივ ცენტრში გაეცნენ.

2-დღიან ტრენინგს ჯამში 2500 მასწავლებელი გაივლის.

ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ „მე და საზოგადოების“ სტანდარტის კავშირებს სასწავლო გეგმის სხვა ნაწილებთან და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, გაეცნობიან წლიურ პროგრამას და მის მნიშვნელობას, აგრეთვე, რეკომენდებულ მეთოდიკურ ხერხებსა და შინაარსობრივ აქცენტებს.

მოდულის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე მასწავლებელი 0,5 კრედიტ ქულას მიიღებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური