GE

მასწავლებელთა გამოცდები 2018 – რომელ საგანზე რამდენი პირი დარეგისტრირდა

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი (3 710) დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა – 24 კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის გამოცდაზე. პროფესიული უნარების გამოცდას კი, რომელიც გასული წლიდან ისევ ტარდება, 10 028 აპლიკანტი ჩააბარებს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე ამ ეტაპისთვის 28 003 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი.

პედაგოგთა გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა, თუმცა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, გამოცდებამდე აპლიკანტთა რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს.

„რეგისტრაციის დასრულების მიუხედავად, მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველების მხრიდან ამ ეტაპზეც შემოდის განაცხადები, ისინი განიხილება კომისიის მიერ და თუ კომისია უფლებას მისცემს გამოცდაზე დაუშვას გამონაკლისის სახით, აღნიშნული მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს“, – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ საგანზე რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული:

დაწყებითი (I-VI) – 3 710;

ინგლისური ენა – 1 770;

მათემატიკა (I – VI) – 1 445;

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 1347;

ისტორია – 1 009;

მათემატიკა (VII – XII)– 979;

ქართული ენა და ლიტერატურა ( VII – XII) – 972;

ბუნებისმეტყველება – 755;

სპორტი – 689;

სამოქალაქო განათლება – 648;

მუსიკა – 622;

გეოგრაფია – 559;

ფიზიკა – 526;

ბიოლოგია – 523;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 493;

ინფორმაციული და საკონუმიკაციო ტექნოლოგიები – 465;

ქიმია – 461.

რუსული – 457;

ქართული, როგორც მეორე ენა – 421;

გერმანული – 100;

ფრანგული – 24;

პროფესიული უნარები – 10 028;

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა გამოცდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ტარდება. გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით, აზერბაიჯანულ ენაზე გამოცდას 497 აპლიკანტი აბარებს, რუსულ ენაზე – 149; ხოლო სომხურ ენაზე – 567 აპლიკანტი.

ამავე თემაზე:

რამდენი ქულა უნდა მოიპოვოს მასწავლებლობის მსურველმა 2018 წლის საგნის გამოცდაზე – ქულები საგნების მიხედვით

პედაგოგთა დამხმარე სახელმძღვანელოები გამოცდებისთვის

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური