GE

მასწავლებელთა გამოცდები ივლისში ჩატარდება – როგორია რეგისტრირებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა გამოცდებზე 20 ათასამდე პრაქტიკოსი და 5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები ივლისში დაიწყება და რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გადაწყდება, ეს გამოცდები აბიტურიენტებთან ერთად იქნება, თუ ცალკე.

„პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, გამოცდაზე რეგისტრაცია არის უფასო. გარდა ამისა, გამოცდების ცენტრის მიერ, რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება და შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა შედეგებს გამოიყენებს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე სრულდება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური