GE

მასწავლებელთა გამოცდების პირველ დღეს აპლიკანტთა დაახლოებით 28% არ გამოცხადდა – გამოცდები 2018

დღეს 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ, რომლებიც გამოცდებს დაწყებითი კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მასწავლებლებიდან და მასწავლებლობის მსურველებიდან აპლიკანტთა დაახლოებით 28% არ გამოცხადდა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, მასწავლებელთა გამოცდაზე დღეს 7 200-ზე მეტი აპლიკანტი უნდა გამოცხადებულიყო, ხოლო აპლიკანტის მიერ გამოცდაზე დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, როგორც ცენტრში გვითხრეს, გამოცდიდან მოხსნის, ან “შპარგალკის” აღმოჩენის ფაქტები, არ დაფიქსირებულა და გამოცდა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის გამოცდაზე. პროფესიული უნარების გამოცდას კი, რომელიც გასული წლიდან ისევ ტარდება, 10 028 აპლიკანტი ჩააბარებს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე  დაახლოებით 28 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი. ისინი გამოცდებს 23 ივლისს დაასრულებენ.

მასწავლებლებისა და მაგისტრობის მსურველთა გამოცდები 40–გრადუსიან სიცხეს ემთხვევა – ამინდი საქართველოში

2018 წლის გამოცდების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური