GE

მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდის ტესტები ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში, ქართულსა და მათემატიკაში (VII-XII)

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე 18 ივლისს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა კომპეტენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებასა და მათემატიკაში (VII-XII) დაადასტურეს. ტესტები კი, რომლებიც აღნიშნული საგნების გამოცდაზე დაწერეს უკვე გამოქვეყნდა.

იხილეთ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის გამოცდაზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე დაახლოებით 28 000 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი. ისინი გამოცდებს 23 ივლისს დაასრულებენ.

გამოცდები 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური