GE

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ყველა გამოცდის შედეგი ცნობილია – გამოცდები 2018

გამოქვეყნდა 2018 წლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში: ისტორია (VII-XII), ინგლისური ენა (I- XII), რუსული ენა (I- XII), გერმანული ენა (I- XII), ფრანგული ენა (I- XII), ქართული, როგორც მეორე ენა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა და სპორტი. დანარჩენი საგნების შედეგები კი გუშინ გახდა ცნობილი.

შედეგები

მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც საკუთარი შედეგები არ აკმაყოფილებთ, საგამოცდო შედეგის გასაჩივრება აპელაციის გზით შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადები კი  მიიღება 15 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.

იხილეთ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური