GE

მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდისთვის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურები

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე დამატებით ვადებში (2019 წლის 25 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციისათვის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 2019 წლის 29 ოქტომბრის 09:00 საათიდან 15 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ქ. თბილისში – მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

განაცხადის ფორმა

იმ შემთხვევაში თუ თანხა გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) – საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური