GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მეხუთე მასშტაბურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას მასპინძლობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მეხუთე მასშტაბურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას მასპინძლობს. 2-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და მასში ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება ტექნოლოგიების გამოფენაც. ღონისძიება ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნა.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალურად იყოს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის გამოწვევაც და თანამედროვე მოსწავლის დაკვეთაც. ჩემთვის განათლების რეფორმა ნიშნავს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას. თუ ჩვენ ვატარებთ საინტერესო გაკვეთილს შეგვიძლია ვთქვათ რომ განათლების რეფორმა წარმატებით დაინერგა და მიმდინარეობს, დღეს კი საინტრესო გაკვეთილი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.“ – აღნიშნა შუკაკიძემ.

კონფერენციის ინიციატორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრია. პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები არიან „მაიკროსოფტ-საქართველო“ და „ლიბერთი ბანკი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური