GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ფიზიკის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი ცენტრის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ფიზიკის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო. ტრენინგს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მოღვაწე დოცენტი ირმა მგელაძე უძღვებოდა.

სამდღიანი ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

  • ფიზიკის თანამედროვე თემების და მეთოდების ანალიზი;
  • უქი მზისგან და სილისგან;
  • თანამედროვე ტექნოლოგიები და თემები კლასიკური ფიზიკის ჩარჩოში.

ღონისძიების მიზანი იყო თანამედროვე ფიზიკის იმ ნაწილის გაანალიზება, რომლის სწავლება შესაძლებელია სასკოლო პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, თუ როგორ უნდა შეესაბამოს კლასიკური ფიზიკის თემები ახალგაზრდის ყოველდღიურ ინტერესებს და როგორ უნდა გავხადოთ სწავლების პროცესი მიმზიდველი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.

“ჩვენი გარემომცელი სამყაროს, ბუნებრივი მოვლენების და საგნების აღწერა ფიზიკის კანონების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამ კანონების შესწავლამ და გამოყენებამ შექმნა დღევანდელი რეალობა და ტექნიკის ყველა ის მიღწევა, რომლითაც ჩვენ ყოველდღე ვსარგებლობთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვასწავლოთ  ის თემები, რომლებიც დააინტერესებს და შეაყვარებს ფიზიკას მოსწავლეებს”, – განაცხადა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა ირმა მგელაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური