GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 2019 წელს 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება – როგორია ბიუჯეტის განაწილება პრიორიტეტების მიხედვით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ, 1 მილიარდ 508,500,0 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყება და დეპუტატები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭს დღესვე უყრიან.

როგორც ბიუჯეტის წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, განათლება 2019 წლის ბიუჯეტის ერთ–ერთი პრიორიტეტია.

როგორ გადანაწილდა თანხები საბოლოო დოკუმენტში განათლების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ და რა მიმართულებით რა თანხებს დახარჯავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მონაცემები ასე გამოიყურება:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება: 750,460.0 მილიონი ლარი

მათ შორის:

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება: 617,230.0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: 11,755.0

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა: 17,755.0

 

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა: 19,000.0

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა: 22,500.0

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“: 27,920.0

პროფესიული განათლება: 48,690.0

უმაღლესი განათლება 168,960.0

მათ შორის:

გამოცდების ორგანიზება 11,935.0

სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება: 135,185.0

 

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა: 65,470.0

ინკლუზიური განათლება: 17,710.0

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება: 80,000.0

ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს – მეორე პროექტი: 45,345.0

ფინანსთა მინისტრი: პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ მასწავლებლებს ხელფასი 30%–ით გაეზრდებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური