2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგები ყველა საგანში ცნობილია. შედეგების გაცნობა დღეს პროფესიული უნარების ტესტირების შედეგების გამოქვეყნებით დასრულდა.
შედეგების გაგება შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრია).
ასევე გამოქვეყნდა:
შეგახსენებთ, რომ ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება.