GE

მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის სწორი პასუხები არ გამოქვეყნებულა

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები არ გამოქვეყნებულა.

სამწუხაროდ, EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის სამუშაო ბმულიდან აღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც შედეგების გამოქვეყნებამდე განახლებადია (ემატება ახალი მონაცემები), რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

“პირვანდელი ინფორმაცია რომელიც გამოაქვეყნეთ (ტესტი პასუხებით), საერთოდ არ განთავსებულა ამ ბმულზე, შესაბამისად, ვერც განახლებამდე და ვერც განახლების შემდეგ ის ვერ იდებოდა”, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.

აღნიშნულ ბმულზე ამ დროისათვის გამოქვეყნებულია შემდეგი ტესტები:

იხილეთ ტესტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური