GE

მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაში მომხსენებელად გამოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაში მომხსენებელად გამოსვლის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს. კონფერენცია, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ 2017 წლის 2 დეკემბერს გაიმართება.

კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კონფერენციის თემა უნდა მოიცავდეს:

  • მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა საგაკვეთილო პროცესში;
    მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა არასაგაკვეთილო პროცესში.
  • ზეპირი მოხსენებისთვის აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს სააპლიკაციო ფორმა და საპრეზენტაციო პროგრამაში აგებული ვიზუალური მასალა ან სასტენდო პრეზენტაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erovnulikonferencia@tpdc.ge

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებლებს, ასევე, სპეც. მასწავლებლებს.

განაცხადების მიღება დასრულდება 12 ნოემბერს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური