GE

მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონალინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ

ონლაინ კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ მოდულებს. ამჟამად მიმდინარეობს ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოდულების პილოტირება.

ონლაინ კურსების საშუალებით – პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

ტრენინგების დისტანციური ონალინ კურსები მზადდება „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ონლაინ კურსები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია უზრუნველყოფს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური