GE

მასწავლებლები სკოლაში  კინოჩვენებებსა და კინოდისკუსიებს გამართავენ

ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა პრესკონფერნცია გამართეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, “კინო სკოლაში” კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს და იგი ყოველ სეზონზე სიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.

პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლებში განჩდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

„პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები“,– აცხადებენ სამინისტროში.

სკოლებში პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური