GE

მასწავლებლების ნაწილს TEAMS-ში პრობლემები შეექმნა, იხილეთ რეკომენდაციები

დღეს, 2021 წლის 15 სექტემბერს, სწავლა დისტანციურად დაიწყო, პედაგოგები გაკვეთილებს Microsoft TEAMS-ში ატარებენ. თუმცა დილიდან გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ზოგი ძველი პაროლით ვერ შედის, ნაწილი კლასს ვერ პოულობს, ზოგსაც მოსწავლეები არ უჩანს.

ხარვეზების შესახებ მასწავლებლები დილიდან წერენ:

„ძველი პაროლით ვერ შევდივარ და როგორ მოვიქცე?“;

„ბავშვს შევუცვალე სკოლა და თიმსში ისევ ძველი სკოლის შარშანდელი ცხრილია, როგორ წავშალო?“;

„ძველი თიმის ჯგუფები აღვადგინე, მაგრამ ზოგიერთ მოსწავლეს მაინც არ უჩანს კალენდარში, ხელითაც ვერ ამატებენ“;

„ვერაფრით ვქმნი კლასის ასლს. ინსტრუქციებს მივყვები ზედმიწევნით. (დამრიგებელმა დამამატა გუნდში) მიწერს რომ ხარვეზია“;

„კალენდარიდან დამატებისას არ მიგდებს ყველა კლასს. ანუ, არ მიჩვენებს  იმ კლასებს, სადაც შევდივარ და რატომ?“

„დავამატე ცხრილი და თიმსში ზოგ მასწავლებელთან არ ჩანს არც ცხრილები და არც ჯგუფები. გააქტიურებამდე ხო უნდა ჩანდეს გუნდები და ეგაც არ არის“;

„როგორც მითხრეს შეტყობინების სახით უნდა მომსვლოდა ემისის მიერ შექნილი ჯგუფების ჩამონათვალი, ეს შეტყობინება არ მიჩანს ჩემს არხებში. 12 ჯგუფს მიჩვენებს, მაგრამ ტელეფონით ვერ გავააქტიურე. კომპიუტერში გავხსენი teams, იქ აღარ გამომიჩინა. სავარაუდოდ, კლასები შექმნილია, იქნებ გამარკვიოთ პრობლემაში“ – ისმის დილიდან პედაგოგების პრობლემები.

ამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს აბი გლუკოზა!, ჩვენ მათ რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

Microsoft Teams-ის გამოყენების წესები დისტანციურ სასწავლო პროცესში

თუ კომპიუტერიდან შედიხართ პირველ რიგში კომპიუტერში გადაამოწმეთ რომ დროის სარტყელი იყოს +4-ზე;

ამის შემდეგ გახსენით (როგორც კომპიუტერიდან ისე მობილურიდან) “google chrome ან Microsoft edge, ან Mozilla firefox” შედით email.mes.gov.ge -ზე და აირჩიეთ თიმსში შესვლა. ( აუცილებელია რომ შეხვიდეთ ზემოთ მოცემული ბრაუზერით ერთ-ერთი მათგანით, (მობილურიდანაც) ნაცვლად ა პ ლ ი კ ა ც ი ი ს ა);

როდესაც შეხვალთ მოგთხოვთ ვერიფიკაციის გავლას, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ და არ გამოტოვოთ (იხ. ინსტრუქცია )

მნიშვნელოვანია, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენს მომხმარებლის სახელის ( ელფოსტა @students.gov.ge ან @teachers.gov.ge ) სისწორეში. ამის გადამოწმება შეგიძლიათ paroli.ge-ზე მითითებების შესრულებით. თუ არ გახსოვთ ზუსტად შეგიძლიათ აღადგინოთ პაროლი (იხ. ინსტრუქცია);

როდესაც ბრაუზერიდან ერთჯერადად გაივლით ვერიფიკაციას, ამის შემდეგ შეძლებთ მობილურის/კომპიუტერის ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ სარგებლობას;

ზემოთ მოცემული მითითებების სწორად,ზედმიწევნით შესრულების შემდეგ, პრობლემა არ გექნებათ თიმსში ავტორიზაციის;

გთხოვთ ყურადღებით გაეცანით და იმოქმედეთ მოცემული რეკომენდაციით.

ასევე, სასურველია განაახლოთ თქვენს მოწყობილობაში თიმსის აპლიკაცია. წაშალეთ და ახლიდან დააინსტალირეთ. როგორც კომპიუტერში,ისე მობილურში

გენიალური ინსტრუქციებია.
ბატონო მინისტრო, სწავლა რეალურად როდის იწყება?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური