GE

მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს – „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაცია სასტუმრო რუმსში (მერაბ კოსტავას #14), ოთხშაბათს, 5 დეკებერს, 15:00 საათზე გაიმართება.

პრეზენტაციას სკოლის დირექტორების და მასწავლებლები დაესწრებიან, რომელთაც სიტყვით მიმართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
სახელმძღვანელოში მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი დიფერენცირებულ სწავლებასთან.
წიგნი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და მასწავლებელი და განათლების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარა ვიბერი.

წიგნში საუბარია სასწავლო მიზნების განსაზღვრის მნიშვნელობაზე სწავლებასა და შეფასებაში. წარმოდგენილია განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები და სტრატეგიები, განხილულია შესაბამისი მაგალითები და გაანალიზებულია კონკრეტული შემთხვევები, რაც მასწავლებლებს გაუადვილებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას. აღნიშნული ინსტრუმენტები და სტრატეგიები მასწავლებლებს დაეხმარება, შექმნან ისეთ სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური