GE

,,მასწავლებლის 21 ივლისის გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი კორონავირუსის მიზეზით არ გამოცხადდა“- სოფიო გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 მასწავლებლების გამოცდით გრძელდება. დღეს პედაგოგები კომპეტენციას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV ,დაწყებითი საფეხური), მათემატიკაში, (I-IV, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ბუნებისმეტყველებაში (I-IV), გეოგრაფიასა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) და ისტორიაში (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) დაადასტურებენ.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 21 ივლისს განაცხადა, კორონავირუსის დადასტურების ან თვითიზოლაციის გამო, დღევანდელ გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა და მათთვის დამატებითი სესია მოგვიანებით ჩაინიშნება.

,,პედაგოგების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა მიმდინარეობს დღეს პირველ სესიაზე. მეორე სესიაზე გვეყოლება ის აბიტურიენტები, რომლებმაც კოვიდ 19-ის დიაგნოზით გააცდინეს თავიანთი საგამოცდო სესია. დაახლოებით 50 აპლიკანტია ისეთი, ვინც ვერ გამოცხადდება დღეს კორონავირუსის დიაგნოზის გამო და მათთვის დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ დამატებითი სესიები ინიშნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ ან დაუდასტურდებათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური