GE

მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა – 2019-2020 წელი

2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა განისაზღვრა.

2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარი იქნება.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვრა პროგრამის მოდულების შესაბამისად შემდეგი ოდენობების მიხედვით:

“თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს”, – ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელსაც ხელს გიორგი გახარია აწერს.

ამავე თემაზე:

რომელ უნივერსიტეტებში და როდიდან განხორციელდება წელს მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური