GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. ეს ფინალისტები არიან: ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ.თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე –  ქ.თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ვლადიმერ აფხაზავა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სპეც.მასწავლებელი. თეა ნონიკაშვილი  გორი, ხიდისთავის საჯარო სკოლა ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

5 ოქტომბერს გახდება ცნობილი ამ ხუთეულიდან რომელი გახდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალური სპონსორისგან, ნინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოვებს “ლიბერთი” ბანკი 1000-1000 ლარით.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისა და ლიბერთი ბანკის გარდა, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

საუკეთესო მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს სახით 10 000 ლარს ოქტომბერში მიიღებს

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური