GE

„მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა ყველას შეუძლია“ – როგორ იქცევიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლა, როგორც ადრე შეეძლოთ მსურველებს, ახლაც ისე შეუძლიათ.

მას შემდეგ, რაც ჩამონათვალი გავრცელდა, თუ ვის შეუძლია გამოცდაზე გასვლა, გაჩნდა კითხვები, ხომ არ შეეზღუდათ ამის უფლება უფროს მასწავლებლებს, ან მათ, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვთ რომელიმე საგნის მიმართულებით მიღებული.

აღნიშნული კითხვებით EDU.ARIS.GE-მ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა.

– ადრე მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება შეეძლოთ მათაც, ვისაც ბაკალავრის ხარისხი ჰქონდა ნებისმიერი მიმართულებით. ნოემბრის გამოცდაზე აღარ იქნება ასე?

მასწავლებლის სახლი: ნოემბრის გამოცდაზე ასევე ყველა გავა.

– დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს აქვს დარეგისტრირების უფლება?  მათ რომ ჯერ დიპლომი არ აქვთ, რომელი საბუთის წარმოდგენა მოუწევთ?

– კი, დარეგისტრირდებიან. სკოლაში მუშაობას როცა დაიწყებენ და  ხელშეკრულება გაფორმდება,  მერე მიიტანენ დიპლომს სკოლაში. გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს და საბუთების წარმოდგენა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არ არის საჭირო.

– უფროსი და  წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ ნოემბერში დაგეგმილ გამოცდებზე გასვლის უფლება? ასევე სკოლაში ვისაც სტატუსი არ აქვთ, ის მასწავლებლებიც  შეძლებენ დარეგისტრირებას საგნის გამოცდაზე?

– დიახ, ისინიც შეძლებენ ნოემბერში გამოცდაზე დარეგისტრირებას.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური