GE

მასწავლებლის მიერ eschool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადა გახანგრძლივდა – ცვლილება ბრძანებაში

მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში – eschool-ში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსების ვადის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, გახანგრძლივდა დოკუმენტების ატვირთვის ვადა და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 25 ივნისი.

გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებისა, დადგინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადებების, აგრეთვე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 26 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

ბრძანებას ხელს აწერს მასწავლებელთა პროფესიული განვიარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

მასწავლებლის მიერ eschool-ის სისტემაში დოკუმენტის ატვირთვის ვიდეოინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური