GE

მასწავლებლის მომზადების 300–კრედიტიანი პროგრამის დაფინანსება და მობილობა – ცვლილება კანონში

ცვლილება შევიდა „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ კანონში.

განისაზღვრა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ან/და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.

წესი ადგენს სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებაში შიდა მობილობის, ასევე დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა (გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა) და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.

იხილეთ ბრძანება სრულად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური