GE

„მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე ავა რამდენიმე წელიწადში, ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ განათლების ბიუჯეტისა და სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ სოლიდური თანხების ინვესტიციას, ასეთი უპრეცედენტო ზრდა განათლების ბიუჯეტის არ ყოფილა. მასწავლებლის ხელფასების ზრდაც დავიწყეთ, გაწერილია გეგმა, რომლის ფარგლებშიც 1000 ლარამდე ავა რამდენიმე წელიწადში მასწავლებლის საშუალო ხელფასი. ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება, არ მინდა ტყუილი დაპირება გამომივიდეს, მაგრამ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ხელფასების“, – განაცხადა პრემიერმა 17 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პრემიერი: 2030 წლისთვის მასწავლებლების ანაზღაურება, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარი იქნება

როგორი უნდა გახდეს განათლების დაფინანსება მთავრობის 10-წლიანი სტრატეგიის თანახმად – დაპირებული ციფრები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური