GE

მასწავლებლის სახლი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა-მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია-ბიოლოგია
  • რუსული

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:

I ეტაპი: კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა

II ეტაპი: გასაუბრება

შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები.

პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:

  • დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
  • მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;
  • ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
  • მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;
  • იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები;
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი