GE

მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა და მომზადების ახალი პრინციპი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში აისახა

2022 წლის აპრილში დაანონსებული სიახლე, რომელიც მასწავლებლის მომზადებასა და პროფესიაში შესვლას უფრო მცირე დროში გახდის შესაძლებელს, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში აისახა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო ცვლილებაში, რომელიც 24 მაისს გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ ახალი, მაინორ პროგრამის დაუფლება პარალელურად შეეძლებათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

“მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

“მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს”, – წერია სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ხოლო, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს, დიპლომსა და დიპლომის დანართში მიეთითება აგრეთვე ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება.

ამავე თემაზე:

„მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი“ – რა იცვლება კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური