GE

მასწვლებელთა, აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის მსურველთა გამოცდის გამსველელი ქულები და დრო – გამოცდები 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა 2018 წლის გამოცდების შესახებ.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა:

1. 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები;

2. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა;

3. 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა.

ცნობისთვის, 2018 წლის გამოცდებზე რეგიტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ 15 მაისის ჩათვლით დაამატონ (ჩაანაცვლონ) საგანი, შეცვალონ ზოგადი უნარების გამოცდის ენა. ასეთივე ცვლილების განხორციელებას მაგისტრანტობის კანდიდატებიც (ტესტის ტიპის შეცვლა) 15 მაისამდე შეძლებენ. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა ან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა წელს უკვე აპელაციების შედეგის გამოცხადებამდე შეეძლებათ (სავარაუდო თარიღია 15 აგვისტო). რეკლამა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური