GE

მათემატიკის ახსნის 12 უმარტივესი მეთოდი

მსოფლიოში არა ერთი საინტერესო მეცნიერება არსებობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, თუმცა საკითხავი ისაა, თუ რამდენად საინტერესოდ და გასაგებად აგვიხსნეს ის პედაგოგებმა თუ მშობლებმა. სწორედ ამიტომ ბავშვობაში დაბრუნება იმისთვის გადავწყვიტეთ, რომ დავადგინოთ, თუ როგორაა მათემატიკური ცოდნის მიღება უფრო სახალისო და საინტერესო.

არ გაინძრეთ! კანფეტები მაგიდაზე!

მათემატიკის ახსნის ეს მეთოდი ყველა ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ფურცელზე წინასწარ დახატეთ სხვადასხვა რაოდენობის წრეები და ბავშვთან ერთად მათზე კანფეტების დაწყობას შეუდექით. კანფეტები შეგიძლიათ ბავშვის სხვა საყვარელი საკვებით, დაწყებული ხილითა და კენკრით, დამთავრებული ხრაშუნა ორცხობილებით შეცვალოთ.

მხიარული სამაგრები

დედა სარეცხს ფენს? არა, დღეს მან ჭრელი და მხიარული სამაგრები სხვა საქმისთვის მოიმარჯვა. ნაყინის ჯოხებზე სხვადასხვა რაოდენობის ვაშლები დახატეთ, სამაგრებს კი ციფრები დააწერეთ. ბავშვისთვის სანტერესო იქნება სამაგრისა და ჯოხის სწორად შერჩევა.

„ზეფირის“ მათემატიკა

ეს მეთოდი ტკბილეულის ყველა მოყვარულს მოეწონება. ქაღალდისგან დიდი ჭიქა გამოჭერით და მასზე იმდენი ზეფირი დააწყვეთ, რამდენი წერტილიც ამოვა კამათელზე.

მუსიკალური პაუზა

ეს შესანიშნავი იდეაა იმისათვის, რომ არითმეტიკის მოსაწყენი გაკვეთილები უფრო სახალისო გახადოთ. ამისათვის დასაკრავი ინსტრუმენტის თითოეულ კლავიშს კონკრეტული ციფრი მიანიჭეთ (ამაში თქვენ სტიკერები დაგეხმარებათ) და თხოვეთ ბავშვს ამა თუ იმ ციფრის შედგენა.

გავაშენოთ საკუთარი ბაღი

საკუთარი პატარა ბაღის გაშენებაში გამოუყენებელი ბურთულები დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. გამოჭრათ მისგან ბურთულები და სხვადასხვა ფრად შეღებოთ.

მეტი თუ ნაკლები?

გაიხსენეთ როგორ ასწავლეს თითოეულ ჩვენგანს სკოლაში ეს საკითხი? მხიარული და მეგობრული ნიანგი დაეხმარება თქვენ პატარას მეტობა და ნაკლებობის მარტივად გაგებაში.

მორთე თოვლის კაცი

გთავაზობთ ზამთრის გასართობს გრძელი საღამოებისთვის. თოვლის კაცისთვის ქუდების შეცვლით, ბავშვმა ყოველ ჯერზე ის ახალ სამოსში უნდა გამოაწყოს. ამ გასართობისთვის მოსამზადებლად ცოტა დროის დახარჯვა დაგჭირდებათ, თუმცა მის გამოყენებას დიდხანს შეძლებთ და რაც ყველაზე მთავარია, თვენი პატარასთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.

ვაშლის წილადები

წილადები საკმაოდ რთული საკითხია ბავშვებისთვის. ვაშლზე უკეთეს მასწავლებელს ამ შემთხვევაში ვერც კი წარმოიდგენთ. მისი გაყოფა მეოთხედებად ძალიან მოსახერხებელია. აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი ბავშვის წახალისება სასარგებლო ხილითაც შეიძლება.

წილადები+საათი

ეს ვარიანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე აითვისა წილადები და საათი, თუმცა მეორესთან მაინც რაღაც სირთულეები აქვს. საათის მაგალითზე წილადის ახსნა ძალიან მოსახერხებელია. მის ფონზე ,,საათის მეოთედი“ და ,,სამის ნახევარი“ ბავშვისთვის ბევრად უფრო მარტივი ასათვისებელი იქნება.

სკუპ-სკუპ

გთავაზობთ ციფრების გაცნობის კიდევ ერთ მეთოდს. იატაკზე დიდი ციფრები დააკარით. ამგვარად თქვენი დერეფანი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ერთგავრი არენა გახდება. ასევე შესაძლებელია ბავშვისთვის ამოცანის გართულებაც, შეადგინეთ მაგალითები, სწორი პასუხი კი ამა თუ იმ ციფრზე გადასკუპება იქნება. მერწმუნეთ, მხიარულება გარანტირებულია!

საათის სწავლება

ასეთი ინტერაქტიული საათი თქვენ ბავშვს დროის განსაზღვრაში დაეხარება. ქაღალდის მოკეცვის შემთხვევაში კი ყოველთვის არის შესაძლებელი საკუთარი ცოდნის გადამოწმება. ასეთი საათის გაკეთების დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ საათისა და წუთის აღმნიშვნელი ფერი იმავე მაჩვენებლის ისრის ფერს ემთხვეოდეს.

ჭიქები

ჭიქები აიღეთ 5 ცალი ჭიქა. 3 მათგანზე დაწერეთ ციფრები 0-დან 9-მდე. დარჩენილ ორ ჭიქაზე კი შეკრება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება და ტოლობის ნიშნები. შეაერთეთ ყველა ჭიქა და დაიწყეთ მაგალითების შედგენა. მეცადინეობის ამგვარი ხერხი როგორც სახალისო, ისე საინტერესო და შემეცნებითი იქნება.

როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური