GE

მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს IBSU არქიტექტურის საზაფხულო სკოლას სთავაზობს – ვადები და პირობები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით არქიტექტურის საზაფხულო სკოლა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაირონ შემდეგი კურსები:

  • შესავალი არქიტექტურაში
  • შესავალი არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში
  • სამგანზომილებიანი კომპოზიცია და შენობის მოცულობა
  • ინტერიერის დიზაინის ელემენტები
  • ლანდშაფტის დიზაინის ელემენტები

მონაწილეს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ 1 კურსი.
თითოეული კურსის ღირებულებაა 50 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური