GE

მე-11 კლასელებისთვის საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა

2018 წლისთვოს სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყების წესში ცვლილება შევიდა. მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილება მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხებათ.

ბრძანების თანახმად, 2017–2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში მე-11 კლასელებისათვის სასწავლო წელი 2018 წლის 11 ივნისს დასრულდება, რაც იმას ნიშნავს რომ მეთერთმეტე კლასელებისთვის ბოლო საგაკვეთილო საათები 11 ივნისს ჩატარდება, 9 და 10 ივნისი უქმე დღეებია, ორშაბათს კი სასწავლო პროცესი გაიმართება და 12 ივნისიდან მოსწავლეებისთვის არდადეგები დაიწყება.

EDU.ARIS.GE დაინეტერესდა, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილების შეტანა ბრძანებაში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს ესაუბრა. როგორც განგვიმარტეს, გადწყვეტილება იმის გამო შეიცვალა, რომ მოსწავლეები უკეთ იყვნენ მობილიზებული გამოცდებისთვის და სასწავლო წლის ბოლო ოთხი დღე გამოყენებული იქნას საატესტატო გამოცდებისთვის. “მოსწავლეებისთვის უმჯობესია, რომ გამოცდები სასწავლო პროცესის პარალელურად არ წარიმართოს”, – აღნიშნეს უწყებაში.

ჩვენი ვარაუდით კი, მე-11 კლასელებისთვის ჩასატარებელი საატესტატო გამოცდების პერიოდმა განსაზღვრა საზაფხულო არდადეგების თარიღის ცვლილება.

შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასელებისთვის ჩასატარებელი საატესტატო გამოცდების განრიგი ამ დრომდე უცნობია, მინისტრის ძველი ბძანების თანახმად კი მე-11 კლასელებისთვის საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური