GE

მე-12 კლასელთა გაცდენის ექსტერნი გამოცდების ჩატარების დრო შეიცვალა – ახალი ვადები და რეგისტრაცია

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის და გამოცდის ჩატარების ვადები შეიცვალა.

განათლების სამინსიტროს ინფორმაციით, გამოცდისთვის რეგისტრაცია 21 მაისიდან 24 მაისამდე იწარმოებს. გამოცდები კი 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

რაც შეეხება პროცედურას, გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური