GE

მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით ცნობილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა.

დღეს, 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.

გამოცდები 3-7 ოქტომბერს ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ქართული ენა და ლიტერატურა – 3 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
მათემატიკა – 4 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
ისტორია – 5 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება – 6 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია –13.00 საათი
ინგლისური ენა – 7 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი

განათლების სამინისტროს ცნობით, გაგამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური