GE

გაცდენების ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი 2019 წლის მე-12 კლასელთათვის განისაზღვრა – იხილეთ ვადები

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი განისაზღვრა.

რეგისტრაცია იწარმოებს – 2019 წლის 21-22 მაისს.

გაცდენების ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი – გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

რაც შეეხება პროცედურას, გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.

განათლების სამინისტრომ მე-12 კლასში მოსწავლეთა თავისუფალი დასწრება გააუქმა – განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური